• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატო წავა?! ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ! “- ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
16:00 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკრაინაში, რუსეთის მიერ განადგურებულ და მათგან უკვე თავისუფალ ბუჩაში, თანაგრძნობის და მხარდაჭერის გამოსახატად ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავლენ.

“ბუჩაში პაპუაშვილი რომ არ წავიდოდა ცხადია. არ გულშემატკივრობს, არ აწუხებს, რატო წავა.

ჩვენ ოპოზიცია უნდა წავიდეთ. ხატია დეკანოიძე ისედაც გეგმავდა კიევში წასვლას და სხვებსაც აქვს ეს სურვილი. ყველა ჯერზე ჩვენ ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და ისედაც როგორ შეიძლება გული არ გისკდებოდეს და ამ თემაზე მხარდაჭერის გამოხატვა არ გინდოდეს“. – დაწერა ელენე ხოშტარიამ ფეისბუქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ასევე თქვა, რომ მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი მმართველი გუნდის უარი უკრაინაში ჩასვლაზე. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს არ დაშორდნენ.

“შესაბამისად, ეს არის უღირსი საქციელი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ასეთ ტრაგედიაზე.

ამიტომ, მე ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში, შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და საკუთარი თვალით ნახონ, ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, დიახ, მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს,რომ ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, რა სჩადის რუსეთი, როგორი სამხედრო დანაშაულების ადგილი გახდა არამხოლოდ ბუჩა, გოსტომელი და კრამატორსკი, არამედ მთელი უკრაინა”. – თქვა ხატია დეკანოიძემ.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ  ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც. აპუაშვილმა მოწვევას არასათანადო უწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ჩავა თუ არა უკრაინაში.

პარლამენტის აპარატის ცნობით, თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved