2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბუბას გაუმარჯოს! რომ არ ემღერა უფრო გაგვიჭირდებოდა!“ – დაწერა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, საარჩევნო კამპანიის დახაურვისას თბილისში, თავისუფლების მოედანზე რუსულად იმღერა.
ფაქტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს, მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ფონოგრამა შემთხვევით ჩაერთოთ.
კომენტარები