• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ფინანსურ პოლიციაშია აღძრული – აფბა

ალია ავტორი - ალია
10:39 03-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
990

ორ წელიწადზე მეტია “ბრიტანულ-ქართულ აკადამიასთან” დაკავშირებულმა დავამ სასამართლო დარბაზის პარალელურად მედიასივრცეშიც გადაინაცვლა. საქმის გარშემო, აკადემიის 30%-იანი მეწილის, ნათია ჯანაშიას არაერთი განცხადება, ბრალდება თუ საჯარო პოზიცია გავრცელდა. ამ დავაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომლის შედეგმაც ნათელი უნდა მოჰფინოს კონკრეტულ დეტალებს.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, დავის საზოგადოებრივი მონიტორინგი დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმის დასაზუსტებლად, თუ რომელი მხარის მიმართვის საფუძველზეა დაწყებული გამოძიება, ასოციაციის ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს დავუკავშირდით.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ მონიტორინგის ფარგლებში ნათლად გამოიკვეთა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმე აღძრულია „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზე, ხოლო გამოძიების პერიოდი განსაზღვრული იმ დროით, როდესაც ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მენეჯმენტს წარმოდგენდნენ.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიება ამ დავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, შესაბამისად ჩვენც, საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწყებისთანავე, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. შედეგად, გამოვლენილია, რომ ნათია ჯანაშიას მიერ არაერთხელ გაჟღერებული ბრალდებებისა და განცხადებების მიუხედავად, ამ მომენტისთვის, არ დასტურდება რომ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მათი მიმართვის საფუძველზე იყოს დაწყებული და მიმდინარეობდეს რაიმე ტიპის გამოძიება „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელისა თუ სხვა პირების მიმართ.

ნათია ჯანაშიას მხრიდან დღემდე არანაირი კონკრეტული დეტალი, გამოძიების საქმის ნომერი ან საქმის აღძვრის საფუძველი არ არის გამოქვეყნებული და შესაბამისად, იკვეთება, რომ საქმე სავარაუდო ფიქციურობასთან გვაქვს.

მეორეს მხრივ, „საქართველოს კაპიტალის“საინვესტიციო მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელისა და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის მიერ გავრცელებული საჯარო წერილიდან მკაფიოდ იკვეთება მიმდინარე გამოძიების კონკრეტული დეტალები. კერძოდ ის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდიოდენობით, შპს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება–გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). აღსანიშნავია, რომ  გამოძიება ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწყებული.

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ეს განცხადება არის სიმართლე და მასზე დაყრდნობა შეიძლება,“ – აცხადებს  გიორგი  კაპანაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved