• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბრიტანულ-ქართული აკადემია“ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძეს სასამართლოში უჩივის

ალია ავტორი - ალია
15:00 02-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,094

„ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ ყოფილიმენეჯმენტისა და 30%-იანი წილის მფლობელი ცოლ-ქმრის, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით,  ცრუ და შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელებისთვის, თბილისის საქალაქო სასმართლოს სარჩელით მიმართა. 2026 წლის 5 თებერვალს, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში“, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მიერ ინიცირებული ზემოაღნიშნული საქმის ფარგლებში, მოპასუხეების – ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძისგან, მოსარჩელე ითხოვს მათ მიერ გავრცელებული, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი, დეფამატორულიცნობების საჯაროდ უარყოფას.

„კერძოდ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან გავრცელდა„ბრიტანულ–ქართული აკადემიისა“ და მასთან აფილირებული პირების მიმართ ისეთი მძიმე ბრალდებები, როგორიც არის დოკუმენტების გაყალბება, ქონების მითვისება, სახელმწიფო სტრუქტურის თანამდებობის პირებზე ზეწოლა და სხვა. ამავდროულად, მოპასუხეები ცდილობენ საზოგადოება განზრახ შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს, სკოლაში მოსწავლეების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც, სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა თითქოსდა შემცირდა.

ამ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი არის ერთადერთი: ზიანი მიადგეს „ბრიტანულ–ქართულიაკადემიის“ ავტორიტეტს. მსგავსი ბრალდებები საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი არსებულ და მომავალ მოსწავლეებსა და მათ მშობლებში, ავტომატურად აჩენს ქაოსისა და არასტაბილურობის განცდას, რაც საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სუბიექტისთვის კრიტიკულად დამაზიანებელია.

სკოლა, პირველ რიგში, უსაფრთხო გარემოსთან უნდა ასოცირდებოდეს. ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობებილახავს იმ მაღალ რეპუტაციას, რომლითაც „ბრიტანულ–ქართული აკადემია“ საზოგადოებაში სარგებლობს.

სარჩელის მიზანია, რომ სასამართლოს გზით დადასტურდეს ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებული ბრალდებების სიცრუე და სკოლის რეპუტაციის დაზიანების მცდელობისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ,“ – აღნიშნულია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“განცხადებაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved