დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა პირველი ადამიანი, ვინც კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში, 30 ნოემბრისთვის გამოვლენილი, კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით ინფიცირების 22 შემთხვევიდან 12 სრულად აცრილი იყო.
ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფი (SAGE) ვარაუდობს, რომ “ომიკრონის” შტამი, შესაძლოა, უფრო ადვილად ვრცელდებოდეს, ვიდრე ვირუსის სხვა შტამებს.
ჯონსონმა მოუწოდა მოსახლეობას, უარი თქვას იდეაზე, რომ “ომიკრონის” შტამი კოროვირუსის მსუბუქი ვერსიაა. მან ხაზი გაუსვა, რომ ის დიდი სიჩქარით ვრცელდება.
“საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რაც შეიძლება მალე ვაქცინის ბუსტერული დოზების მიღებაა”, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები