უკრაინასთან ომის დაწყების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, ლონდონმა გააძლიერა მანამდე დაწესებული აკრძალვა რუსული თვითმფრინავების ფრენაზე. ახლა, რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი თვითმფრინავის შესვლა დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და მთავრობას ასეთი საჰაერო ხომალდების დაკავების შესაძლებლობა ექნებათ.
ამასთან, აიკრძალა რუსეთში საავიაციო და კოსმოსური პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვს წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი დააწესა. შეზღუდვები შეეხო საბანკო სფეროს, გარკვეული საქონლის ექსპორტს, ავიაციასა და რუს ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს.














კომენტარები