• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიტანეთის პრემიერი ტრამპს უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განთავსების გეგმას წარუდგენს – The Telegraph

ალია ავტორი - ალია
15:27 02-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განთავსების გეგმას წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სტარმერი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ ევროპელი ძალები, უზრუნველყონ აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ასევე, ის ტრამპს მოუწოდებს, შეინარჩუნოს აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში, რათა შეძლონ “ლეტალური ძალით” უპასუხონ რუსეთს, თუ ის შეთანხმების პირობების დარღვევას გადაწყვეტს.

აღნიშნული ინგლისურ-ფრანგული სტრატეგია ევროპელ ლიდერებს პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე წარუდგინეს. კირ სტარმერის მტკიცებით, აშშ-ის ინტერესებშია, რომ ომის დასრულების შემდეგ ჩართული დარჩეს რუსეთის უკრაინაში მესამედ შეჭრის თავიდან აცილებაში.

ინგლისურ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში განლაგდება. The Telegraph-ი წერს, რომ ომით განადგურებულ ქვეყანაში გაცილებით დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა “ტექნიკურ მონიტორინგს”, მათ შორის სათვალთვალო და სადაზვერვო თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს “სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება”. ასევე შავ ზღვაში გაიგზავნება საზღვაო-საპატრულო გემები, კომერციულ გემებზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეების დასაკვირვებლად.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად მომავალ კვირას გაემგზავრებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved