• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიტანეთის მოქალაქე ქალი ამბობს, რომ 12 კგ-მდე ნარკოტიკის საქართველოში შემოტანა წამებით აიძულეს

ალია ავტორი - ალია
11:22 07-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

1-ელ ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ქალის, ბელა მეი კალლის წინასასამართლო სხდომა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ მას 12 კილოგრამამდე ნარკოტიკის საქართველოში შემოტანა წამებით აიძულეს. სხდომაზე მისმა ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ მოსამართლეს, ლელა კალიჩენკოს უთხრა, რომ კალლი ცხელი რკინის გამოყენებით აწამეს, შემდეგ კი ბრალდებულს სთხოვა მოსამართლისთვის ხელი ეჩვენებინა. როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აღწერენ, ახალგაზრდა ქალს ხელზე დამწვრობის კვალი ეტყობოდა.

“მე არ მინდოდა ამის გაკეთება. მაიძულეს, რომ ასე მოვქცეულიყავი. მე უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა. მე კარგი ადამიანი ვარ, უნივერსიტეტში ვწავლობ, სუფთა ადამიანი ვარ. ნარკოტიკებს არ მოვიხმარ”, – თქვა ბელა მეი კალლიმ სხდომაზე.

ის საქართველოში ორი თვის წინ, ტაილანდიდან შემოვიდა. ადვოკატის თქმით, ტაილანდში ყოფნისას ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. თუმცა, დახმარების ნაცვლად მათ დააბრუნეს იმ კაცებთან, რომლებმაც მასზე იძალადეს. ადვოკატი ამბობს, რომ ტაილანდის აეროპორტში ქალმა საბაჟო სამსახურსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. მისი თქმით, ქალი ახლაც ვერ ხვდება, სად იმყოფება გეოგრაფიულად. მას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ნარკოტიკები უნდა წაეღო, დანიშნულების ადგილას ჩასულს კი დახვდებოდნენ და გამოართმევდნენ. თუმცა, ბელა მეი კალლი ქართველმა სამართალდამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს და დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისს დაიწყება. 1-ელ ივლისს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს ახალგაზრდა ქალისთვის შეფარდებული პატიმრობის ცვლილებაზე. კალლის ოჯახის წევრები, რომელიც საქართველოში მისი დაკავების შემდეგ ჩამოვიდნენ, ითხოვდნენ მის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. თუმცა, მოსამართლე კალიჩენკომ თქვა, რომ არსებობს როგორც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი – რადგან საქმე გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან, ისე მიმალვის საშიშროება – რადგან ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ცნობისთვის, ბელა მეი კალლი 10 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2,068 კგ “ჰაშიში”. მაშინ ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო. 19 წელი კალლის რუსთავის ქალთა კოლონიაში შეუსრულდა.

დაკავების შემდეგ მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

13 მაისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ ორსულად იყო. როგორც მისმა ადვოკატმა მაშინ განაცხადა, ახალგაზრდა ქალი შოკურ მდგომარეობაში იყო და მეტის თქმა არ შეეძლო. ამ დღეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფრადა.

ბელა მეი კალლის საქართველოში დაკავებამდე ოჯახის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

როგორც მისი ოჯახის ბრიტანულ მედიასთან საუბარში ამბობს, 18 წლის გოგო, რომელიც კოლეჯში მედდის პროფესიას დაეუფლა, სწავლის გაგრძელებამდე მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ფილიპინებში წავიდა. ეს მოხდა აპრილის ბოლოს. დედის, ლიან კენედის თქმით, შვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა და ის ხშირად უგზავნიდა ფოტოებს მოგზაურობიდან.

მორიგი საუბრისას ახალგარზდა ქალმა დედას უთხრა, რომ მათ ტაილანდში წავსლა გადაწყვიტეს. ბოლოს ის დედას სწორედ ტაილანდიდად ესაბრა 3 მაისს, მას შემდეგ კი ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. ბელა მეი კალლიმ სოციალურ ქსელში ბოლო სურათი 5 მაისს გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა მისი ძებნა სოციალური ქსელებითა და მედიის დამხარებით დაიწყო. მამა, ნილ კალლი ტაილანდში შვილის მოსაძებნად გაემგზავრა. სწორედ ტაილანში გაიგო მან, რომ მისი შვილი საქართველოში დააკავეს. ამის შემდეგ ის პირდაპირ საქართველოში გამოემგზავრა. ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ ახალგაზრდა ქალის მამიდა და ბაბუაც.

18 კვირის ორსული 19 წლის ქალი სასამართლო განხილვის დასრულებამდე რუსთავის ქალთა კოლონიაში დარჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved