დიდი ბრიტანეთს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა დროებით შენელდა.
უწყება თავდაცვის დაზვერვის მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით:
- რუსეთის შეჭრის სიჩქარე დროებით შენელდა, სავარაუდოდ, მწვავე ლოგისტიკური სირთულეებისა და უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად
- რუსული ძალები გვერდს უვლიან დიდ დასახლებულ ცენტრებს, პარალელურად უკან ტოვებენ ნაწილებს მათ ალყაში და იზოლაციაში მოსაქცევად
- კიევში ღამით შეტაკებებში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ შეზღუდული რაოდენობის, წინასწარი განლაგებული რუსული დივერსიული ჯგუფები
- კიევის აღება რუსეთის უპირველეს სამხედრო მიზნად რჩება
წყარო: „ტაბულა“
კომენტარები