• რეკლამა
  • კონტაქტი
12:15, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიტანეთი სტრატეგიას ცვლის – “ეს ძველი ცხოვრების დაბრუნების შანსია!” – რას მიიღებენ ბრიტანელები კვირაში 2-ჯერ უფასოდ?

ალია ავტორი - ალია
17:46 04-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ბრიტანეთი პანდემიის მართვის სტრატეგიას ცვლის და აცრების შემდეგ, უპირატესობას მასობრივ ტესტირებას ანიჭებს. ნებისმიერ ბრიტანელს, ზრდასრულს თუ ბავშვს, შეეძლება კოვიდ-19-ზე კვირაში ორჯერ რუტინულად აიღოს ანალიზი, რათა ახალი აფეთქებები გამოვრიცხოთ – აცხადებს ლონდონი.

ქვეყანაში რამდენიმეთვიანი კარანტინის მოხსნისთვის ემზადებიან. თუმცა, ფრენებზე შეზღუდვა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ უსიმპტომო ადამიანების კოვიდ-19-ზე სისტემატურად გასინჯვა არამარტო ახალი აფეთქებების პრევენციის გზაა, არამედ ძველი ცხოვრების დაბრუნების შანსია, “რათა კვლავ შევძლოთ იმ ხალხის ნახვა, ვინც გვიყვარს და იმის კეთება, რაც გვსიამოვნებს”.

ამ მიზნით მთავრობა მოსახლეობისთვის პარასკევიდან სწრაფი ტესტერების უფასოდ მიწოდებას დაიწყებს. ტესტერებს ბრიტანელები აფთიაქებიდან ფოსტით მიიღებენ როგორც სახლებში, ისე სამსახურებში.

კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, უზუსტობა ყოველ 1000 სწრაფ ტესტში ერთზე ნაკლებია – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ედვარდ არგარი “სქაი-ნიუსთან” ინტერვიუში. შესაბამისად, ეს სიზუსტის მაინც მაღალი მონაცემია და სწრაფ ტესტს “ნამდვილად შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ბიზნესების გახსნაში, რადგან მისი ადმინისტრირება ძალიან ადვილია” – აცხადებს მინისტრი.

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გართულებებით 127 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, ახლა ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მონაცემები ბრიტანეთში ევროპასთან შედარებით გაცილებით დავარდნილია.

შედეგს კარანტინის პარალელურად, ინტენსიური ვაქცინაციის კამპანიით ხსნიან. კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია 31 მილიონი ადამიანი, ანუ ბრიტანელთა ნახევარზე მეტი, 10-დან 6 ადამიანი.

მთავრობა ვაქცინირებულთათვის სპეციალური სერტიფიკატების სისტემის შემოღებასაც განიხილავს. ეს ე.წ. ვაქცინის პასპორტები ადამიანებს მოგზაურობაში და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებაში დაეხმარება.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: დიდი ბრიტანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved