• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრიყვებს, რომლებიც ამბობენ, როგორ შეიძლება ქრისტიანმა თქვას “დიდება უკრაინას”, დიდება მხოლოდ ღმერთზე ითქმისო” – ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:40 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“უვიც და უსწავლელ მიტროპოლიტს, ფსევდო ისტორიკოს და ფსევდო თეოლოგ სტეფანე კალაიჯიშვილს და სხვა ბრიყვებს რომლებიც ამბობენ, რომ როგორ შეიძლება ქრისტიანმა თქვას “დიდება უკრაინას”, ” დიდება თავისუფლებას” და ა.შ., რომ დიდება მხოლოდ ღმერთზე ითქმისო:
ნახეთ, რას წერდნენ ძველი სულგანათლებული ქართველები და როგორ ლოცულობდნენ – ეს უნიკალური, დღეს მიტოვებულ-უმოქმედო და სარესტავრაციო ეკლესია ჯავახეთშია, მიტროპოლიტ აიფონას ეპარქიის სოფ. ყაურმა/ტონთიოში, წმინდა და ღმერთშემოსილი დიდი გიორგი მთაწმინდელის მამისეულ სოფელში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში:
“ქრისტე, ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოზი და შეეწიე დღესა მას. ამენ!”
“ქრისტე, ადიდე ოქროპირი ქართლისა კათალიკოზი!” “ქრისტე, ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი!”
ეს წარწერები რომ ამოიკვეთა, მელქისედეკ კათალიკოზი ახალშესვენებული იყო, მეფე გიორგი I და ოქროპირ ქართლის კათალიკოზი კი ცოცხლები იყვნენ!
ესე იგი, არათუ ოდენ დიდება, ამა და ამ პირს/ადამიანსო, თვით ქრისტემ ადიდოსო, გესმით? ადიდოს, ანუ განადიდოს ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადო, ამას ივედრებიან და სურვილობენ. ხოდა ეს ჩვენი თანამედროვე ბრიყვების პრუტუნი ხომ კვამლივით გაიფანტა და სასაცილოდ გამოჩნდა?! როგორ შეიძლება დიდება ვთქვათ ქვეყნის მიმართო, ან სხვა რამის მიმართ, გარდა ღმერთისო.
არ გეგონოთ, რომ ეს წარწერები გამონაკლისია, ანალოგიური ფრაზებია სხვა უამრავ ძველ ქართულ ეკლესიებზე და საეკლესიო ხელნაწერებზე! თავისთავად დიდება ითქმის წმინდანების მიმართაც და სხვა ყველაფერ კეთილისა და კარგის მიმართ, რაც ღმერთისათვის მოსაწონია, მათ შორის სამშობლო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სხვა.
ქრისტე, ადიდე უკრაინა და საქართველო უკუნისამდე! დიდება თავისუფლებას! ძირს ეკლესიას შეფარებული ქვაბ-ავაზაკი მაჯლაჯუნები!”
შეიძლება იყოს მონუმენტი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved