• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს” – ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
22:17 05-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,591

ვიცესპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ექომაგება კოლეგას, სალომე ქურასბედიანს, რომელსაც ,,ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნაზე ბრიფინგი ჩაატარებინა. შეგახსენებთ, სალომე ქურასბედიანი ცოტა ხნის წინ გახდა იმით გახდა ცნობილი, რომ საკომიტეტო მოსმენისას, ანა ბუჩუკურს ტელეფონი მაშინ წაართვა, როდესაც ალეკო ელისაშვილისა და მამუკა მდინარაძის დაპირისპირებას იღებდა.

,,ვენეციის კომისიაზე ქართული ოცნების ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს?

სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალი ოპოზიციონერები, რომლებიც სალომეს უწუნებდნენ იმას, რომ მათსავით გაავებული და სახედაკარგული არ გვევლინება ?

ვენეციის კომისიის დასკვნაზე კი ჩვენი შეფასება ასეთია ??

❗️ის მოიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს,
თითქოს კანონის მეორე მოსმენის ვერსია არ გასაჯაროებულა, მაშინ როდესაც ის ლაივში გადაიცემოდა და არსებობს მისი ჩანაწერიც, თანაც კანონის საბოლოო მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა

❗️ვენეციის კომისია გვეუბნება რომ საპროტესტო აქციები იყო მშვიდობიანი. უგულებელყოფენ იმ ფაქტს რომ საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი

‼️ ვენეციის კომისია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას (უთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე) რეალურად პასუხგაცემულია იმ ფაქტობრივი მდგომარეობით რომ ვერსად ვერ ნახავთ უმდიდრესი NGO-ების ყოველწლიურ დეკლარაციებს ..

‼️ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ ..

უკომენტაროდ დავტოვებდი რომ არა ცდუნება დავწერო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი 2020 წლის გადაწყვეტილება
“.. არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს “

და ბოლოს , ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს”

თეგები: ნინო წილოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved