• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით” – თსუ-ს სტუდენტებმა პირველი კორპუსი დაიკავეს – განცხადება

ალია ავტორი - ალია
02:13 01-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,631

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი კორპუსი დაიკავეს.

ევროპული მომავლის მცველები ყოველი ღამის გათენებას უნივერსიტეტის კედლებში აპირებენ იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები – უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, არ დაკმაყოფილდება.

თსუ-ს სტუდენტებმა საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს და ამასთან, სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდეს.

საქართველოს უახლესს ისტორიაში ეს პერიოდი თავისი ავტორიტარული სისტემით და დიქტატურით არის ერთ-ერთი უმძიმესი. რეჟიმი გვიზღუდავს თავისუფალი და განსხვავებული აზრის ქონას. ასევე, იგი გვდევნის და ხელ ფეხს გვიკოჭავს ჩვენივე უფლებებისთვის. დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს არ დავაბრუნებთ ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით. აქამდე თუ სტუდენტები ვიდექით რუსთაველზე და იქიდან ვიძახდით ჩვენს სათქმელს, ახლა სტუდენტები ვიქნებით სასწავლო კერაში და აქ დავრჩებით, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტებს კი მოვუწოდებთ გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-ს და თეატრალური უნივერსიტეტების ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტების ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციასა და რექტორს მოვუწოდებთ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ საკუთარ სტუდენტებს, რომლებიც არიან დაკავებულები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved