სამი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„აღასრულა ივანიშვილმა თავისი ოცნება.ლეიბორისტული პარტიას უკანასკნელი საპარლამენტო მანდატიც წაართვა. მანდატი კი არა ქვეყანაც წაგვართვა. ახლა ჩვენზეა—– დავთმობთ თუ არა. ბრძოლის გარდა არაფერი არ დაგვრჩენია.ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს“ – წერს ნათელაშვილი.
კომენტარები