• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრძოლა გამარჯვებამდე” – 3 უნივერსიტეტის ვეტერინარიის სტუდენტების განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:04 12-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
466

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ არალეგიტიმური მთავრობის მიერ განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებს და აცხადებენ, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ვეტერინარიის სფერო საქართველოში განვითარებას შეწყვეტს:

“მომავალი ვეტერინარები, ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების უმრავლესობა ვგმობთ ქვეყანაში ე.წ მთავრობის მიერ განხორციელებულ ტერორს, დაშინებას, მშვიდობიანი პროტესტანტების წამებას, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ანგარიშსწორებას.

ჩვენ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე  დეფიციტური და მოთხოვნადი სფეროს მომავალი წარმომადგენლები, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ვეტერინარიის სფერო საქართველოში განვითარებას შეწყვეტს, რადგან ეს უპირობოდ დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებულ რესურსებზე.

არ ვაპირებთ რეჟიმისა და დაშინებების ქვეშ ცხოვრებას!
ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, როგორც საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების, ისე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისა და მომავლის დასაცავად.

ე.წ. მთავრობის მიერ საგარეო კურსის ცვლილება და მათი ანტიდასავლური რიტორიკა ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებას, აგრეთვე ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია!

თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, რომელთა პატრონებმაც შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო სამსახური დაკარგეს და შეექმნათ ფინანსური პრობლემები, მზად ვართ გავუწიოთ უფასო კონსულტაცია და დახმარება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.” ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved