სოციალური ქსელის ჯგუფში “ვეძებ” ვრცელდება განცხადება, სადაც ემიგრანტი დედა თავის ემიგრანტ შვილს ეძებს:
“დაიკარგა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი სლოვაკეთში ბრატისლავაში ბესიკი ხვედელიძე ფრიდონის ძე 42 წლის.
ბ.ნ. შოთო საბერძნეთიდან სალონიკიდან გწერთ ჩემი შვილი გაუჩინარებულია არ გამოდის კონტაქტზე უკვე დიდი ხანია არც სოციალურ ქსელებში შემოდის არ ვიცი რა გავაკეთო სასოწარკვეთილი ვარ ღამეებს ტირილში ვათენებ არ მძინავს გთხოვთ გემუდარებით კარგად დააკვირდით ფოტოს და გააზიარეთ იქნებ ვინმემ სადმე ნახეთ გემუდარებით განადგურებული ემიგრანტი დედა თქვენ ხომ ყველა ემიგრანტის იმედი ხართ განსაკუთებით შვილმკვდარი დედების ყველას ჭირისუფალი ბრძანდებით ძალიან კარგად ვიცი რომ ყველას ტკივილის გამზიარებელი ხართ იქნებ ჩემი ამბავიც მიიტანოთ გულთან
საერთოდ არავისთან არ დაურეკავს ამდენი თვეა ცოცხალია თუარა ისიც არ ვიცი გთხოვთ დამეხმარეთ. ლეილა სალონიკი.
ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს იმედია ცოცხალია და ჯანმრთელია გააზიარეთ პოსტი რათა ბევრმა ნახოს” – წერია პოსტში.
mix.metronome.ge
კომენტარები