ბოროდიანკაში, მრავალსართულიანი კორპუსების ნანგრევებში კიდევ 41 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“6 აპრილიდან ქალაქის ცენტრში 7 მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, 5 ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ნანგრევებიდან ამოსვენებულია 41 ადამიანის ცხედარი”, – აცხადებენ უწყებაში.
კომენტარები