რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ცუდი მხედველობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი- ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ55-კმ83 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
კომენტარები