დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი განიხილავს გადაუდებელ ვიზიტს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პირადი შეხვედრისთვის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ამ გზით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს კიდე ერთხელ გამოუცხადოს უკრაინას მხარდაჭერა რუსეთთან ომში. ამავდროულად, მან სთხოვა ოფიციალურ პირებს, გამოიკვლიონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა და ღირებულება პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.
მიუხედავად გაფრთხილებისა, ჯონსონს “სურს წასვლა”, თუ ამას შეძლებს, – წერს მედია.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიევის ერთ-ერთი უბნის ღამის დაბომბვამ აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნებოდა პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისი ვიზიტის შემთხვევაში.
კომენტარები