• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ბორბლებზე შემომდგარი ბიბილიოთეკის მოგზაურობა მაღალმთიან სოფლებში

ალია ავტორი - ალია
17:36 12-23-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,158

წარმოიდგინეთ, ბიბლიოთეკა, რომელიც მოგზაურობს – სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში. დადის და დააქვს წიგნები, წიგნები ყველასთვის. სწორედ მოგზაური ბიბლიოთეკა მინდა გაგაცნოთ, მთელი ქვეყნის დალაშქვრას წიგნებით რომ გეგმავს.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ გაზეთ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტია. ამ კონცეფციასა და იდეაზე რამდენიმე წელი ფიქრობდნენ და მუშაობდნენ. 

„ჩვენი ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ მაღალმთიანი სოფლების პრობლემებს, მათ გამოწვევებსა და მიღწევებს. წლების განმავლობაში, პრაქტიკამ და კვლევებმა გვაჩვენა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად უთანასწოროა.

მაღალმთიან სოფლებში წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა შეზღუდულია. აჭარაში მხოლოდ 18 სასოფლო ბიბლიოთეკაა, ისიც ღარიბი და მოძველებული წიგნების ფონდით. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეაც, გვინდა ეს რეალობა შევცვალოთ – ამბობს ირმა დიმიტრაძე, „მოგზაური ბიბლიოთეკის მენეჯერი.“

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთია  „ბუქმობილი“, მულტიფუნქციური ავტომანქანა, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მოგზაურობს და წიგნები დააქვს.

„მხარდამჭერების მეშვეობით, განვაახლეთ 65 სოფლის ბიბლიოთეკა (სასოფლო და სასკოლო). ამ ეტაპზე, 29 ბიბლიოთეკამ მიიღო ჩვენგან წიგნები. გარდა წიგნებისა, „ბუქმობილთან“ ერთად მოგზაურობენ სტუმრები – ჟურნალისტები, ბლოგერები, ავტორები, – ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ მკითხველს ეცნობიან, უცვლიან ამბებს, მათთან ერთად მსჯელობენ და ვინ იცის, იქნებ რაიმე ახალი ინიციატივებიც გაჩნდეს ამ დისკუსიაში. მოგზაურობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა“, – ამბობს ირმა დიმიტრაძე. პროექტზე მუშაობისას ორგანიზატორებს თანამოაზრეც მალევე გამოუჩნდათ. „მოგზაური ბიბლიოთეკის“ იდეა საინტერესო აღმოჩნდა თეგეტა ჰოლდინგისთვის. საერთო ძალისხმევით რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებდნენ, ეს თანამშრომლობის დაწყებისთანავე აშკარა გახდა. საგანგებოდ მომზადებულმა, მოძრავმა ბიბლიოთეკამ სტარტი სწორედ თეგეტადან აიღო.

ახლა კი ზრუნვის პროცესში შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ. თეგეტა ჯგუფის მიერ შექმნილ პლატფორმაზე tegeta.care სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად, ,,მოგზაურ ბიბლიოთეკასაც“ იპოვით. შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით რამდენიმე ველს შეავსებთ და სასურველი თანხით მაღალმთიანი სკოლებისა და ადგილობრივი ბიბლიოთეკების შევსებას თავადაც შეძლებთ.

„განათლების ხელშეწყობა თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, მოგზაური ბიბლიოთეკა კი ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. შეუძლებელია ეს ბორბლებზე შემდგარი ბიბლიოთეკა ნახო და მისი გულშემატკივარი არ გახდე. გვიხარია, რომ თეგეტა ჯგუფი პროექტთან სხვადასხვა აქტივობით თანამშრომლობს. უშუალოდ სატვირთო „თეგეტა თრაქ ენდ ბასისა“ და გერმანელი პარტნიორების თანამშრომლობით შეიქმნა. თეგეტას სახელით ასობით წიგნი გაიგზავნება მაღალმთიან სოფლებში.  პროექტის განმავლობაში, მომავალი წლისათვის მწერლებისა და ავტორების მონაწილეობით, შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებასაც ვგეგმავთ“, –  ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ საზოგადოებრივი პროექტია, დონაციებისა და მხარდამჭერების მეშვეობით ფუნქციონირებს, შესაბამისად თითოეული ადამიანის და კომპანიების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია ბიბლიოთეკას შენი წიგნიც გაატანო და მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკის თაროზე შენი წილი მზრუნველობაც შემოდო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved