მამა პეტრე კოლხი დედის შესახებ საუბრობს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ბოლოს დედა ისეთ სიტუაციაში ჰყავდა, რომ მის სიკვდილს ნატრობდა.
„ბოლოს, ისეთ სიტუაციაში იყო დედა, ისე მძიმედ, მისი ტანჯვა მეც მტანჯავდა და მის სიკვდილს ვნატრობდი. მინდოდა, მისი სული მიებარებინა ღმერთს და დიდხანს აღარ ეწვალა. ეს შვილისგან წარმოუდგენელია, მაგრამ გინდა შვილს, დედამ შვება ნახოს და მის ტანჯვას არ უყურო. ალცჰაიმერის დაავადება 60 წლის ასაკში დაუდგინდა. ბოლოს სმენაც დაუქვეითდა, სიტყვებიც აერია, ვერ აბამდა წინადადებებს, მაგრამ მამა ძალიან უყვარდა და სახლიდან რომ გავიდოდა, სულ ელოდა.
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა დედა ვეღარ მცნობდა. დედა წინააღმდეგი იყო ჩემი სასულიერო ცხოვრების და მეუბნებოდა, თუ კაბით იქნები, ჩავთვლი, შვილი მომიკვდაო. მოკლედ, მას თავისებურად ესმოდა ეს ყველაფერი. არ დამავიწყდება, დიდი ომი დასჭირდა საკუთარ თავთან, ეს ყველაფერი გადაელახა, როცა ანაფორაში მხედავდა, თვალს მარიდებდა. სულ ტიროდა, დაუსრულებლად. მისგან გამოგზავნილი წერილები ჩემი ცხოვრების კონსტიტუციაა”, – განაცხადა “თბილისელებთან” პეტრე კოლხმა.
კომენტარები