• რეკლამა
  • კონტაქტი
00:35, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლომდე ამათი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ სასამართლო სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ – გიორგი ბაჩიაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:24 01-31-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

თბილისის საქალაქო სასამართლოში “კრიპტოვალუტის საქმეზე” სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილი მასთან დაახლოებულ პირს გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს  სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს.

“ბოლომდე ამათი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ ივანიშვილს მაინც უნდა, რომ რაღაც ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, რომ თითქოს რაღაც ხდება ამ შენობაში და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ყველაფერი მოსალოდნელია, არაფერი არ გაგიკვირდეთ, ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია, იმისთვის რომ გამომძალოს დიდძალი თანხა.” – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო პროცესი საჯარო იქნება და კვლავ არ დაიხურება. ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე მოწმეებად და იქნება თუ არა მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, ლევან მახარაშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეეფარდა. გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

29 იანვრის სასამართლო სხდომა კრიპტოვალუტის საქმეზე“ “ბანკი ქართუს” ხელმძღვანელების გამოსაკითხად მოსამართლემ სხდომა დახურა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved