• რეკლამა
  • კონტაქტი
00:46, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა… თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ” – მზია ამაღლობელის სიტყვა პროცესზე

ალია ავტორი - ალია
13:53 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
719

რადიო თავისუფლების ცნობით, ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, სასამართლო პროცესზე, დასკვნით სიტყვაში, თქვა:

„ბოდიშებიც მაქვს მოსახდელი ჩემს ოჯახთან და “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” რედაქციასთან. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამ მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მჯერა, რომ თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის დაცვისკენ მიმართული.

თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, – ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ის თვალცრემლიანი იყო.

მზია ამაღლობელი: „მადლობა კრიტიკულ მედიას და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობის ჯგუფებს წარმოადგენენ. სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას – ბრძოლა გამარჯვებამდე!

ამ დარბაზში, ჩემგან მარცხნივ ხშირად ვხედავ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიის საკითხებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ, რომ მახარებს მათი აქ ყოფნა. მათი აქ ყოფნა არასდროს განმიხილავს ჩემს პირად მხარდაჭერად – მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვარ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მესამე კადრი, ამის წარმოდგენა არ გჭირდებათ. საქმეში დევს 44-წამიანი კადრი – თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას.
გთხოვთ, არ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ შუა ხნის ასაკში. არც ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. განაჩენის გამოტანის დროს თქვენი პროფესიის პატივისცემა და მტკიცებულებების შეფასება საკმარისია.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და ყველა რგოლი ჩაერთო, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა (სახელისუფლებო ტროლებმა), ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ მათ. მათ შეძლეს ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ესაუბრათ – მათ შეძლეს, ადამიანებში ჩემ მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა. დაიმახსოვრეთ მათი სახელები. ჩემი პატივისცემა მათ.

დამაბრალეს ათასი სიგიჟე. არ გეგონოთ ამას უბრალო ადამიანები მაბრალებენ, ისინი მაღალ თანამდებობაზე არიან. განსაკუთრებით აქტიურობს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ამიტომ მინდა მას მივმართო: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიპ სტეიტი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორებიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა.

თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა. ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით: მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი, გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია – ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ – ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე, მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ.

ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ განმეორდა – ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა.

ძალიან მინდოდა დღეს სოლიდარობაზე და იმ კანონის მავნებლობაზე მესაუბრა, რასაც რუსულ კანონს ვეძახით. მაგრამ დღეს მხოლოდ იმ საკითხზე გაგიზიარებთ აზრს, რომელზეც მხოლოდ მე უნდა ვისაუბრო. საქმის დეტალებზე ადვოკატებმა ისაუბრეს. მინდა ვისაუბრო შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე.

იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა – დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა. ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.

ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი.

მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა – ჩვენს კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმები, რომელი მუხლი შეგეფერებაო?.. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ – მიუკერძოებლად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დავიჭერო“ საჯაროდ მომცა 4-დან 7 წლამდე – პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რა სასჯელი მელის.

“ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო“, – თქვა მზია ამაღლობელმა რაზეც გაისმა „კი ბატონო“ (უცნობია, ვინ თქვა).

მზია ამაღლობელი ნინო დათიშვილზე:
„ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ ისე ვითარდება სიტუაცია, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. 4 აგვისტო მქონდა მონიშნული თარიღი, რომელიც ნინო დათიშვილის, სინდისის პატიმრის, აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა. ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი.

ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!

მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათიშვილს პროკურატურას იძულებით ჰყავდა გადაყვანილი ფსიქიატრიულში, ჩამოვიშალე…

ბატონო პროკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს – რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?

ჩემი სათქმელი ნინო დათიშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა “ნეტგაზეთზე”, “ბათუმელებზე”…

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved