ავსტრიის დედაქალაქში სროლების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. მანამდე ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ადგილას გახსნეს, მათ შორის ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან.
კომენტარები