• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო 5 წელიწადში, საქართველოს მოქალაქეობა, საგამონაკლისო წესით, 11 270 ადამიანს მიენიჭა, 10 513 პირს კი შეუწყდა

ალია ავტორი - ალია
11:30 12-13-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით (საქართველოს მოქალაქეა და ამავდროულად მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა) 11 270 ადამიანს მიენიჭა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

ამასთან, ამავე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ყველაზე მეტ – 3 348 ადამიანს 2018 წელს მიენიჭა, ხოლო ყველაზე ცოტა 2020 წელს – 818 ადამიანს.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეობა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ამავდროულად, მოპოვებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც, 2018 წლიდან 2023 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, 29 596 ადამიანს შეუნარჩუნდა. აქედან მოქალაქეობის შენარჩუნების ყველაზე მეტი – 7 065 შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა, ყველაზე ცოტა კი, 1 126 – 2018 წელს.

რაც შეეხება მოქალაქეობის შეწყვეტას, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა 10 513 ადამიანს შეუწყდა. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 3 470 შემთხვევის სახით 2023 წელს დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 680 შემთხვევის სახით კი 2020 წელს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წლიდან, 2023 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობიდან 4 745 ადამიანი გავიდა. აქედან მოქალაქეობა ყველაზე მეტმა 1 396-მა ადამიანმა 2019 წელს დატოვა, ყველაზე ცოტამ – 391-მა პირმა კი მიმდინარე წელს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved