დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 426-მა ადამიანმა გაიკეთა.
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 33 337 ადამიანია აცრილი.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 51,182-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია COVID 19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც აქვთ. მათ 3 ვაქცინის დაფიქსირება შეუძლიათ.
პორტალზე დარეგისტრირებული 51,182 ადამიანიდან 49 043-მა ხმა „ფაიზერის“ ვაქცინას მისცა, მეორე ადგილზეა „მოდერნა“ (23 684), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“ (9 755), „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (6 801), „ნოვავაქსი“ (4 678), ბოლო ადგილს კი ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ (2 670) „სინოვაკი“ (604) იკავებს.














კომენტარები