დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა.
მათივე ცნობით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში სულ ქვეყანაში 1 881 662 აცრაა ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა.ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.
ჯანდაცვის სფერო შეშფოთებულია აცრის მაჩვენებლის ასეთი მცირე რაოდენობით და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ვირუსს ქვეყანა აცრის გარეშე ვერ დაამარცხებს.
კომენტარები