ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 004 პირი აიცრა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 872 301 აცრა, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 363 958 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 260 891 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.9%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 244 188 პირი.
ამასთან, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 181 მოზარდი, 2.36%, სრულად აცრილია 3 313 პირი, 1.87%. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 649 მოზარდი, 15.60%. სრულად აცრილია 11 192 პირი, 13.80%.
კომენტარები