• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ბოლო 14 თვეში ჩემი ხელით მაქვს ქართული დროშა გადაფარებული 34 გმირის გაციებულ სხეულზე” – გიგა მაქარაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:02 06-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
463

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,საშინელებაა ომი, სიცოცხლეში ნანახი ჯოჯოხეთია!

ბოლო 14 თვეში ჩემი ხელით მაქვს ქართული დროშა გადაფარებული 34 გმირის გაციებულ სხეულზე ?

მანამდე იწყება ზარები და მესიჯები ბიჭების ოჯახებიდან. რეკავენ დედები, მეუღლეები, მამები, ძმები, დები… ჯერ ტირილი ისმის, შემდეგ აკანკალებული ხმით გეკითხებიან, იქნებ ტყუილი იყოს გარდაცვალების ამბავი, იქნებ შეცდომით დაურეკეს მძიმე ამბით… მეც რომ ტირილს ვიწყებ ხვდებიან რომ ბოლო, სულ პატარა იმედიც მოკვდა და ტელეფონი ითიშება.

შემდეგი ზარი კიდევ უფრო მძიმეა, წამში ჭირისუფლად ქცეული ადამიანები გთხოვენ უკვე მიცვალებულს მიაქციო ყურადღება. მამაომ წესი აუგოს, საპატიო ყარაულით გამოაცილონ, დროულად გადმოასვენონ, პირადი ნივთები არ დაიკარგოს…

სულ ვებრძვი საკუთარ თავს რომ ეს ყველაფერი რუტინად არ მექცეს, არ შევეჩვიო ამ უბედურებას, მაგრამ ვერ გამომდის!
შევეჩვიე ?

გუშინ ორჯერ დარეკა ტელეფონმა და ორივეჯერ ჩვენი ლომგულა ბიჭების სიკვდილი გვითხრეს ?

ერთი ჩემი მეგობარი იყო, ერთ ოთახში რომ გვიძინია, ერთი თეფშიდან რომ გვიჭამია, სასმელი წყალი რომ გვიზიდია მეზობელი უბნიდან ისეთი ?

არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავძლებ ასე, მაგრამ ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების სახელს ვფიცავ, სანამ ცოცხალი ვიქნები, რუსეთის მტერი ვიქნები!

მახო კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის მართალ ბრძოლას და გმირულ სიკვდილს გულიდან არასდროს წავშლი!

ზეგ ერთდროულად ორ ვაჟკაცს გამოვასვენებთ კიევიდან!

დიდება გმირებს!????
სიკვდილო მტერს!

ქართული დროშები მითავდება, უნდა გამომიგზავნოთ ?”

თეგები: გიგა მაქარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved