ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. როგორც ბოლნისის მერიაში განაცხადეს, გუშინ გადაგზავნილი 67 საკვლევი მასალიდან ერთი დადებითია. მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა სოფელ მუშევანიდანაა, საიდანაც 39 ანალიზი იყო გაგზავნილი.
კომენტარები