ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები