გადაცემა “ცნობილი სტუმარი გურამთან” – წამყვანი სოციალური ქსელით, საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა, მათი დიდი ნაწილი მუსიკალურ კლიპს უარყოფითად აფასებს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მომღერლებმა მუსიკალური კლიპი სახელწოდებით “STOP COVID – 19″ – გადაიღეს. სწორედ ამ კლიპის ჩაწერის იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედია გახლავთ
“ბოღმიანებო კლიპი არის არაჩვეულებრივი ნამუშევარი, რატომ არ მოკეტავთ? ამ ადამიანებმა დიდი შრომა ჩადეს ყველაფერში, დააფასეთ და თქვით მადლობა. სირცხვილია, უნამუსობასაც აქვს ადგილი, საზღვარი და ნორმები. დაოკდით თუ შეიძლება და ყველაფერს საღადავოდ და სამასხარაოდ ნუ გახდით, სოფო არაჩვეულებრივი მომღერალია და იდეა თქვენს გამხნევებას ემსახურებოდა. ყველა მიყვარხართ ვინც კლიპში მიიღო მონაწილეობა…..” – განაცხადა ტელეწამყვანმა გურამ არუთინაშვილმა
კომენტარები