• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში” – კამათი და დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტზე

ალია ავტორი - ალია
15:36 11-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

ხმაური და დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტზე – კამათი ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მომზადებულ რეზოლუციების საკითხს მოჰყვა.

ირაკლი ბერაიას ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვდნენ ჩაესვა განსახილველ საკითხთა შორის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია და დოკუმენტი, რომელიც გმობს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას. თუმცა, ამ დოკუმენტებს “ქართული ოცნების” თანხმობა არ აქვს.

არ მიჭირს ჩემი აზრის გამოთქმა და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაგიჭირდებათ აზრების გამოტანა. თან მეუბნებით ყურადღებით გისმენთო და თან საუბრობთ,“ – მიმართა რატი იონათამიშვილმა თინა ბოკუჩავას.

საკუთარი თავი გააკონტროლეთ, მოიქეცით მშვიდად, თქვენ როდესაც საუბრობდით, ყველა გისმენდათ და თქვენ კეთილი ინებეთ და კოლეგებს მოუსმინეთ. გამოურთეთ მიკროფონი,“ – თქვა ბერაიამ.

რეზოლუციების გარდა დეპუტატებმა კიდევ ერთ საკითხზე იჩხუბეს. ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არ ტოვებს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დეპუტატი ბერაია, რომელმაც თეონა აქუბარდიაც შეურაცხყოფა მიაყენა.

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ახლა ჩემს სიტყვებზე თანხმობა კი არ იქნებოდა, ბატონო ირაკლი, არამედ ამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მოისმინა ის უკიდურესად უხამსი, ამორალური და უღირსი განცხადებები თქვენი მხრიდან სხდომათა დარბაზში,“ – თქვა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინციდენტს, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მე ამაზე მეტ საუბარს არ ვაპირებ, ეს იყო ძალიან სამწუხარო და ვთქვი, რომ ძალიან ვწუხვარ და შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო,“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი საკითხი, მე მყავს ოჯახი და ძალიან მძიმე ამბავი იყო და არც ახლა არ არის ჩემთვის ადვილი აქ ჯდომა. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ ბოდიშზე – ბოდიში პირადად არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში, ეს მინდოდა მეთქვა,“ – ამბობს აქუბარდია. 

tvpirveli

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved