• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Black Sea Arena-მ ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს” უმასპინძლა

ალია ავტორი - ალია
14:45 08-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
465

Black Sea Arena-მ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს” უმასპინძლა. სამი განყოფილებისგან შემდგარი კონცერტი, მაყურებლის ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა.

Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში „ერისიონმა“, თავიანთი შემოქმედებით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში გვამოგზაურა. „ქართული საგანძური” – ასე ჰქვია ერისიონის შოუ პროგრამას, რომლითაც ანსამბლი წელს ევროპის დიდ საგასტროლო ტურნეში 4 ქვეყნის 12 ქალაქში წარდგა უცხოელი მაყურებლის წინაშე და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო. 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა, გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას, რომელიც „ერისიონის“ ორსაათიან შოუ-პროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს.

რამდენიმე ათეული წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს ანსამბლის კონცერტები საქართველოშიც. Black Sea Arena-ზე აქამდე ორჯერ გამართულმა კონცერტმაც, სრულად სავსე დარბაზით და უსაზღვრო ემოციების ფონზე ჩაიარა, რაც არენაზე ქართული ანსამბლისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. რადგანაც Black Sea Arena ყველანაირი მუსიკალური გემოვნების ადამიანებზე ზრუნავს, „ერისიონის“ კონცერტი შეკვეთილში კიდევ ერთხელ გაიმართება. ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 5 ივლისს დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia – ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს უკვე ესტუმრნენ OneRepublic და Scorpions და Jungle , რომელთა კონცერტებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved