• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიზნესზე ძალადობის დამკვეთი დღესაც იგივეა, ვისი დაკვეთითაც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა დამკვიდრდა“ – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:33 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი:

„სწორედ ამით იყო გამორჩეული საქართველოში 2004-12 წლებში მოქმედი აგენტოკრატია (“ხალხის ძალას” დავესესხები) და ზუსტად იგივე მეთოდებით ცდილობენ იგივე ადამიანები ძალაუფლების დაბრუნებას ახლა უკვე ოპოზიციის რიგებიდან.

ამ შემთხვევაში, ძალადობის ორიდან ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე – ბიზნესზე ძალადობაზე შევაჩერებ საზოგადოების ყურადღებას.

ბოლო დროს, განსაკუთრებით გახშირდა რადიკალური ოპოზიციის თავდასხმები მისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე. ბუნებრივია, თავდასხმის მთავარი ობიექტი, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შვეიცარიული ბანკის მეშვეობით 2-მილიარდიანი ანგარიშის გაყინვით აშანტაჟებენ. ორიოდე თვის წინ, რადიკალურმა ოპოზიციამ ელენე ხოშტარიას პირით რამდენიმე ბიზნესმენის, მათ შორის ირაკლი რუხაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და დავით ხიდაშელის სანქცირება მოითხოვა.

პირდაპირი ამერიკული დაფინანსებით მოქმედმა მედია საშუალებამ – “რადიო თავისუფლებამ” ცოტა ხნის წინ საგანგებო სიუჟეტიც კი მიუძღვნა იმის მტკიცებას, თუ როგორ ანადგურებს “თანაინვესტირების ფონდისა” და ირაკლი რუხაძის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი სამრეწველო კომპანია ქართულ ეკოლოგიას. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები დავით ხიდაშელზე, რომელსაც რუს ბიზნესმენად მოიხსენიებენ და პრაქტიკულად, საქართველოდან ინვესტიციების გატანას აიძულებენ.

ამერიკელებს და მათ აგენტებს ბიზნესის სისუფთავე რომ არ ადარდებთ, ალბათ, ყველასათვის ცხადია. ასე მაგალითად, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე თავდასხმის ფონზე, ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა გადაფარებულია დავით კეზერაშვილზე, რომელიც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, რომელმაც დიდი ფული ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე დააგროვა და რომელმაც ბოლო წლებში ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვითაც “გამოიჩინა თავი.”

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკელები კეზერაშვილს არა მხოლოდ სიტყვით იცავენ, არამედ მას ხელშეუხებლობის გარანტიებსაც აძლევენ. ფაქტია, რომ კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნეს, ევროპაში ის თავისუფლად სწორედ ამერიკელების მფარველობით გადაადგილდება და საეჭვოა, გერმანელებმა მისი დაპატიმრება, თუნდაც, პენსიონერების უპრეცედენტო ძარცვის ფაქტზე შეძლონ.

რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელი ბიზნესმენების წინააღმდეგ თავდასხმების უკან მდგომი წმინდა პოლიტიკური ინტერესი ცხადია. თუმცა, ბიზნესზე ძალადობას მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც აქვს. ეს მიზანი ინვესტიციების შეფერხება და ქართული ეკონომიკის დასუსტებაა. ბუნებრივია, ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში მანიპულირების საგნად საზოგადოების ქცევა და აგენტოკრატიის დამკვიდრება ბევრად უფრო იოლია. გარდა ამისა, მშიერი ქვეყანა და საზოგადოება ომშიც უფრო ადვილი ჩასართავია. აქედან გამომდინარე, ცხადია, ბიზნესზე ძალადობას, სუფთა პოლიტიკურთან ერთად, პრაგმატული ეკონომიკურ-პოლიტიკური გათვლებიც უდევს საფუძვლად.

თუ 2004-12 წლებში ბიზნესზე ხელისუფლებაში მოკალათებული ამერიკული აგენტოკრატია ძალადობდა, ახლა იგივეს ფორმალურად დივერსიფიცირებული რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. ამასთან, ფორმალური დივერსიფიკაციის მიუხედავად, არ იმალება, რომ ყველა ამ სუბიექტის – პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და „ევროპელი ლობისტების“ უკან ამერიკელები დგანან. ანუ, საბოლოო ჯამში, ბიზნესზე ძალადობის დამკვეთი დღესაც იგივეა, ვისი დაკვეთითაც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა დამკვიდრდა.

ამასთან, ბიზნესზე ძალადობის კოორდინაციის ქართული ვერსია ძალიან მოგვაგონებს შვეიცარიულ პრაქტიკას, სადაც ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილის თანხების გასაყინად შვეიცარიის სახელმწიფო სტრუქტურები, საფინანსო ინსტიტუტები და მედიასაშუალებები სრული კოორდინაციით აამოქმედეს. ამგვარი კოორდინაციის თვალსაზრისით, ევროპაში რა ვითარებაა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას მომავლისთვის მოვიტოვებთ.

ბიზნესის თავისუფლების დაცვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება, რათა ბიზნესმენებზე ძალადობის კოორდინირებულმა მცდელობამ ქვეყნისთვის სავალალო შედეგი არ გამოიღოს. თუკი ვინმე ცდილობს, ქართველ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში თანხების ინვესტირებაზე ააღებინოს ხელი და დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს და ნებისმიერ ამგვარ მცდელობას საზოგადოებამ მკაფიო შეფასება უნდა მისცეს“

თეგები: ზაზა შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved