• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება” – რესან ქიქავა

ალია ავტორი - ალია
13:26 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

ბიზნესმენი, რუსან ქიქავა;

არ მეგონა, რომ ამის ახსნა დამჭირდებოდა.

თუმცა როგორც ჩანს ბევრს გამორჩა, თუ ვერ მიხვდა რა მოხდა და მეკითხებიან, რატომ აღარ “ვჩანვარ” სამოქალაქო/პოლიტიკურ პროცესებში.

ამიტომ აქვე დავწერ.

ცოტა ხსნის წინ, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც, მარტივი ენით რომ ვთქვათ, უკრძალავს ბიზნესის წარმომადგენელს, ნებისმიერ საჯარო აქტივობას, რაც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის ამჟამინდელ საქმიანობასთან.

კიდევ უფრო მარტივად, ბიზნესმენს წაერთვა, მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლება, უფლება საჯაროდ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც მის ბიზნესს არ ეხება…

ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ “სიმძიმეს” ანიჭებს კანონმდებელი ბიზნესმენის მხრიდან ასეთ, “საზოგადოებისთვის საშიშ” ქმედებას.

თუ, ზოგადად კანონმა საკმარისად არ აღგაშფოთად, სავარაუდოდ თავში გაგიელვებთ ადმინისტრაციული კოდექსი, ჯარიმა.

მაგრამ შეცდებით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – ჯარიმაც, ბიზნესის ლიკვიდაციაც და თავისუფლების აღკვეთაც, ვადით…4 წლამდე.

ბიზნესის დახურვა და თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე… აზრის საჯაროდ გამოხატვისთვის.

ანტიკონსტიტუციურია? წარმოუდგენელია? როგორ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს?

ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს სამწუხაროდ ვეღარ მოგახსენებთ:)

ჩემი სამოქალაქო აქტივობის ერთადერთი მიზანი იყო, საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბიზნეს საზოგადოებაში, გაზრდილიყო სამოქალაქო თვითშეგნება, გაჩენილიყო სოლიდარობის განცდა, რომ ყველას ერთად დაგვეცვა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დაგვეცვა საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის “იდეა”, რომელიც ძვირფასია ჩვენთვის და დაგვეცვა ის ადამიანებიც, ვისთვისაც მხოლოდ კარგი გვემეტება.

ბევრმა მომისმინა, გაიზიარა ჩემი ხედვა და მხარი დამიჭირა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მიმტკიცებდა რომ ბიზნესმენმა, ბიზნესს უნდა მიხედოს და საზოგადოებრივი, სამოქალაქო, პოლიტიკური ცხოვრება მისი საქმე არ არის…

“ამ ქვეყნის შვილობის” და “საქართველოს გაუმარჯოს” სენტიმენტებს თავი რომ დავანებოთ, როცა გადასახადებს იხდი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა შენს ბიზნესზე პირდაპირ, თუ ირიბად აისახება, ქალაქის ჰაერს სუნთქავ, აქვე საკვებს მიირთმევ, სახელმწიფო სერვისებით და ინფრასტრუქტურით სარგებლობ…

შენი თანამშრომლები, მომხმარებლები, პარტნიორები, შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ამ სივრცეში არიან, ამ განათლებით, ჯანდაცვით სარგებლობენ, ეს არაფერი არ გეხება?

კეთილი.

არ მინდა ვინმეს ქმედება, თუ უმოქმედობა განვსაჯო. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, საზრუნავი და გადაწყვეტილებები.

მეც ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები ვაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად.

თეგები: რუსან ქიქავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved