ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს. რომანს “ოქროს საწმისი”, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს.
თემურ კილაძე, რომელიც საქართველოდან ევროპაში ახლახან დაბრუნდა, იმ ქალბატონების მისამართით, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, სოციალურ ქსელში პატარა მიმართვა გაავრცელა.
„სანამ, ოთხი საათი მოვფრინავდი მოწესრიგებულ, დალაგებულ ევროპაში, თქვენ და ერთი ანეკდოტი თუ ნამდვილი ამბავიც გამახსენდა. ებრაელს ჰკითხეს, აბრამ როგორ ხარო და ვერ მოესწრებითო!
მე არა როგორც თემურს, არამედ როგორც ქართველ ერს მკითხონ – ქართველებო როგორ ხართო, ვეტყოდი ამდენი ქალბატონების შემყურე, რომლებიც თავგადადებული შრომობენ, წვალობენ, ზრუნავენ რომ არ გადაშენდეს მათი ჯიში და ჯილაგი – ვერ მოესწრებით, ჩვენ აუცილებლად დავდგებით ფეხზე და ჩვენი მომავალი თაობა იამაყებს ჩვენით. ვწუხვარ რომ ეს არ მიწერია ოქროს საწმისში, მაგრამ აუცილებლად დავწერ რომელიმე სხვა წიგნში“ – წერს კილაძე.
კომენტარები