• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი

ალია ავტორი - ალია
12:46 06-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,041

ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობის შემდეგ სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტი­ლი­კა“)დააფინანსა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლე­ვან კა­ჭა­რა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას საქმეს, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ძმებ კაკულიებს კი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმები კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved