• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიზნესმენ დავით კოდუას მორიგი სასამართლო – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:54 06-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
454

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ დავით კოდუას სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესს ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების დაშვებაზე იმსჯელეს.

დავით კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, ბრალდების მხარე ვერ დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ამის არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება.

“წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულებები იქნა დაუშვებლად ცნობილი და საქმე გადაეცა არსებით განსახილველად. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე ბოლომდე დაობს ამ საქმეში და ჩვენ მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარე ვერ დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე, როცა არსებითი განხილვები გაიმართება, დადასტურდება მისი უდანაშაულობა,”- განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კოდუას ცოლი მეუღლის მიმართ პატიმრობის გაუქმებას და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. თუმცა, მოგვიანებით, ამტკიცებდა, რომ დაზიანებები სავარძელზე დარტყმის შედეგად მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved