ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
ჟურნალისტი მშობლიური ქალაქის მაგალითებს იხსენებს და წერს, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი კორპუსია, რომელშიც ბინების მეპატრონეებმა საყრდენი კედლები მოარღვიეს.
“ძალიან ბევრი კორპუსი ვიცი ქუთაისში, ძალიან ბევრი, რომ უთქვამთ ადგილობრივებს (სახვადასხვა დროს) ბიზნესისთვის საყრდენი კედელი გამოგვიცალა მეპატრონემო.
ეს ადამიანები ყოველთვის აპროტესტებდნენ, ჩვენ ვაშუქებდით ტელევიზიებით და აქ მთავრდებოდა აბავი. მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის აქ არ მთავრდება ამბავი.
ვინ იცის რა ნაღმებზეა ამოფარებული სხვა ხალხიც, მათ შორის ბიზნესიც სხვათაშორის…” – წერს ლიკლიკაძე.
კომენტარები