• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბიზნესის ე.წ. გაფიცვის შესახებ… რანაირი გაფიცვაა? თუ იფიცებით, გააჩერეთ საქმიანობა” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
22:43 12-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,514

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე:

,,ბიზნესის ე.წ. გაფიცვის შესახებ

1. თქვენს თავს თავისუფალ ბიზნესს სწორად უწოდებთ, ოღონდ დავაზუსტებ ვისგან ხართ თავისუფალი: ხელისუფლებისგან თავისუფალი ხართ, აღარავინ გატერორებთ.

როგორ ჩანს, ყოფილ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება დაგრჩათ.

მესმის. მძიმე მოგონებები გაქვთ. განსაკუთრებით მაგთის მესაკუთრეს. ახალგაზრდებმა არ იციან. 2004 წელს მაგთის მფლობელი აეროპორტში, უშუალოდ გენპროკურორ ოქრუაშვილის თანდასწრებით დააკავეს.

2. რანაირი გაფიცვაა? თუ იფიცებით, გააჩერეთ საქმიანობა.

მაგრამ რისი გამჩერებლები ხართ? ზუსტად ის ხალხი ხართ გაფიცულები, რომლებიც ტყავს აძრობთ მოსახლეობას: მაგთი (ყველა ტარიფი გააფუჭა და გააძვირა, მისი ბანძი 5G ქსელით), აფთიაქები, სადაზღვეო კომპანია, მაკდონალდსი (უძვირესი არაჯანსაღი საკვებით), რუსეთთან მოვაჭრე კოკა-კოლა და სხვა.

3. კოკა-კოლამ ჯერ “1+1” აქცია მოაწყო და მერე პლედები გაასაღა დაგროვილ ქულებზე.

4. ვინც თითქოსდა რუსთაველზე ვაჭრობაზე უარი თქვა, სინამდვილეში ნაცების ტელევიზიით და სოცქსელით რეკლამა გაიკეთეს, ერთიანი პლატფორმა შექმნეს და 10-ჯერ მეტს ყიდიან.

ე.ი. რა გამოდის, ე.წ. შავი პარასკევი მოაწყვეს და სარეკლამო პიარ კამპანიას გაფიცვა დაარქვეს?

თქვენმა ოპონენტებმა შავი სიის პლატფორმა რომ გახსნან, როგორც თქვენ ადგენთ შავ სიებს, ვისი ნაწარმი არ უნდა შეიძინონ?

5. გამიგია, როცა მუშა-მოსამსახურეები იფიცებიან და პროფკავშირები ერევიან მოსამსახურებსა და ბიზნესის მესაკუთრეებს შორის მოსალაპარაკებლად. ხელისუფლება კი ცდილობს არც ბიზნესი დააზიანოს და, ამავე დროს, მშომელი ხალხის უფლებები დაიცვას, კანონმდებლობის ფარგლებში.

ახლა რა ხდება? გაზულუქებული მილიონერები ამბობენ გავიფიცეთო და რაღაც პეტიციებს აწერენ ხელს.

ჯერ ერთი, მუშა-მოსამსახურეების, ანუ მთელი კომპანიების სახელით როგორ ლაპარაკობთ? თუ პერსონალიც თქვენი საკუთრებაა და მათი პოლიტიკური განწყობები თქვენ უნდა განსაზღვროთ? იქნებ არ გეთანხმებიან?

მეორე, ჩამოყალიბდით, ბიზნესში ხართ თუ პოლიტიკაში? თუ პოლიტიკაში ხართ, მოგექცევიან როგორც პოლიტიკოსებს და მერე ნუღარ იწუწუნებთ.

6. კიდევ ერთი. ციფრები.

ქვეყანაში 271,5 ათასი ბიზნესია, მათ შორის 800-მდე მსხვილი და რამდენიმე ათასი საშუალო ბიზნესია.

რამდენიმე მსხვილ ბიზნესს (მაგთი, პსპ, ჯი-პი-აი, მაკდონალდსი და კოკა-კოლა) მიაწერეს რამდენიმე ასეული საღეჭი რეზინის გამყიდველები და გვესაუბრებიან 271 ათასი ბიზნესის სახელით.

ბიზნესის და ბიუჯეტის შევსების წყაროოების შესახებ ცალკე დავწერ. თორემ ბევრი სიყალბე ვრცელდება, თითქოს გრანტებით ან სხვა გარე წყაროებით ვიკვებებით.

სტუდენტების არ იყოს. ქვეყანაში 150 ათასამდე სტუდენტია და რამდენიმე ათეული ან ასეული სტუდენტი ცდილობს 150 ათასი სტუდენტის სახელით გამოვიდეს.

P.S. 1. ხელისუფლებას მოვუწოდებ პოლიტიკაში გადართულ საბოტაჟნიკ ბიზნესმენებს სამომავლოდ პრეფერენციებს და სახელმწიფო პროგრამების სიკეთეებს ნუ გამოუწერთ.

2. კარგი იქნება შეიქმნას სახელმწიფო სააფთიაქო ქსელი, შემოვიყვანოთ მობილური ოპერატორები, იაფიანი ტარიფებით და ა.შ.”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved