• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

ალია ავტორი - ალია
13:10 08-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

მხატვარ-დიზაინერ მანანა არაბულთან საუბარი თავისუფალ ცურვას ჰგავს, ამბების თხრობისას ემოციებს უფრო მიჰყვება, ვიდრე ქრონოლოგიას. ეს  გაბნევს, თუმცა წამითაც არ გტოვებს განცდა, რომ საკუთარ საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს ესაუბრები.  

 

ამაში დარწმუნდა თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჟიურიც და 2025 წლის საუკეთესო ფრილანსერის ჯილდოც მას მიაკუთვნა.

 

„ენერგია არც აქამდე მაკლდა, მაგრამ ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო  ენერგიული და კონცენტრირებული გავხდი. პასუხისმგებლობაც გამეზარდა. თიბისი ჩემთვის კულტურული პლატფორმაცაა, რომელიც ამ სფეროს წლებია ეხმარება და მაღალი ხარისხის პროექტებს ქმნის. ჩემი კოზირიც, ვფიქრობ, ხარისხია. ჯილდომ მომანდომა ხალხს ვაჩვენო რა მაქვს გაკეთებული“,– ამბობს მანანა არაბული.

 

გაკეთებულიც ბევრი აქვს და მოსაყოლიც. თბილისში სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ არ დარჩენილა სფერო, სადაც საკუთარი ძალები არ  მოსინჯა. ( თან წარმატებულად): კერამიკაზე, მხატვარ დიზაინერად, კინემატოგრაფიაშიც კი იმუშავა, თან ოთარ იოსელიანის ფილმზე „შანტრაპა“.

 

წლების წინ დააფუძნა დიზაინ-სტუდია და მაღაზია Black dog. სპეცპროექტით “Typography rebirth“ შეძლო მოეძიებინა მე-19  და მეოცე საუკუნის ქართული ფონტები და ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა.  თუმცა, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ყველა თაობის ადამიანმა შეიყვარა „ფაბრიკის“ Fabrika-ს კორპორატიული იდენტობაა.

 

„6 ხელი მაქვს, შამანობა შემიძლია“- ხუმრობს თავადაც. „ვფიქრობ, ჩემს სტილს გამორჩეულს ის ხდის, რომ პროფესიით ხელოვანი ვარ“.

 

ბოლო 10 წელია სრულად ფრილანსინგზე გადაერთო. მანანასთვის შემოქმედებითი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, ურჩევნია კომპანიამ იცოდეს მისი გამოცდილება, ენდობოდეს გემოვნებას. ამ პროცესს თანაბრად აქვს თავისი დადებითი  მხარე და გამოწვევებიც.

 

„როდესაც ფრილანსერი ხარ შემოქმედების არეალი უფრო  ფართო გაქვს. არ ხარ ვინმეზე მიბმული და არ ასრულებ მუდმივად ერთი დამკვეთის სურვილებს. თუმცა, მუდმივად მუშაობა გიწევს, მოდუნების დრო და საშუალებაც არ გაქვს, ამიტომ ჯარისკაცივით  მუდმივი მობილიზება გიწევს“,– ამბობს მანანა.

 

დამკვეთთან ურთიერთობისას მთავარი ნდობაა, უარს ამბობს  თანამშრომლობაზე თუ კონტენტი არ აინტერესებს. პირდაპირია და პრინციპული. ამბავს იხსენებს წარსულიდან, როგორ  არ უყვარდა „დეკორატიულობა“, გულს უსმენდა, ვიდრე გონებასდა შედეგზე მეტად მუშაობის პროცესი იზიდავდა.

 

„წინსვლა და სიცოცხლე მხოლოდ მოძრაობაშია. ბუნებრივია, ამ გზაზე შეცდომებიც მოსულა, ის გამოცდილებას და  მეტ კვალიფიკაციას გაძლევს. იგივეს ვურჩევდი ახალ თაობას, ინტერნეტის ხანაა, ბევრად მეტის სწავლა შეიძლება“.

(R)

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved