• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიტკოინის ღირებულება თითქმის 50%-ით დაეცა

ალია ავტორი - ალია
13:04 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ბიტკოინმა დაკარგა თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი. კრიპტოვალუტის ღირებულება აგრძელებს ვარდნას, რადგან ეკონომიკა ცდილობს, შეაჩეროს მისი მზარდი პოპულარობა. ამის შესახებ CNN წერს. 

ეს არ ეხება მხოლოდ ბიტკოინს, ზოგადად, კრიპტოვალუტებს წელს სავალალო დასაწყისი ჰქონდათ. CoinDesk-ის თანახმად, ბიტკოინის ღირებულება ბოლო 24 საათის განმავლობაში 8%-ით დაეცა და დილის 9:30 საათისთვის 35,479 დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ღირებულება 20%-ით დაეცა. ნოემბერში ის რეკორდულ მაჩვენებელზე, $68,990-ზე იყო.

Ethereum, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ღირებულება, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12%-ზე მეტით დაეცა და CoinDesk-ის თანახმად, დაახლოებით 2 400 დოლარი შეადგინა. ეს არის თითქმის 30%-იანი ვარდნა ახალი წლიდან დღემდე.

Reuters წერს, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფოს შესთავაზა, აკრძალოს კრიპტოვალუტის გამოყენება და მაინინგი. რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო-მაინინგ ქვეყანაა, მაგრამ მისმა ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრულმა ვალუტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

ჩინეთმა კი დაიწყო კრიპტოვალუტების სრულმასშტაბიანი შეზღუდვა, აკრძალა როგორც ვაჭრობა, ასევე მაინინგი.

ნოემბერში ინდოეთმა განაცხადა, რომ ემზადება კანონპროექტისთვის, რომელიც დაარეგულირებს ციფრულ ვალუტებს, თუმცა ამ წინადადების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. ამ კვირის დასაწყისში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ გლობალური თანამშრომლობაა საჭირო კრიტოვალუტით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად.

თუმცა, ყველა არ არის პესიმისტურად განწყობილი, Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ ბიტკოინის ღირებულებამ შეიძლება 100 000 დოლარზე მეტს მიაღწიოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved