• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიოლოგიურ ბომბებად ქცეული გოლები – “რამდენი ადამიანი გადარჩებოდა ესპანეთში და იტალიაში, რომ არა…”

ალია ავტორი - ალია
15:31 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

გაივლის წლები, კორონავირუსი ისტორიას ჩაჰბარდება, მაგრამ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ მისი გავრცელების წყაროებზე და სრულიად სამართლიანად, ეპიდემიას ფეხბურთსაც არაერთგზის დაუკავშირებენ, რომელიც მხოლოდ თამაში რომ ყოფილიყო და არა მრავალი მდიდარი ადამიანის შემოსავლის წყარო, ევროპაში პანდემია ასეთი სისასტიკით არ გავრცელდებოდა. 

ვინ იცის, რამდენი ადამიანი გადარჩებოდა უპირველეს ყოვლისა იტალიაში და შემდეგ ესპანეთში, რომ არა ბერგამოს „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი, რომელსაც 40 000 მაყურებელი დაესწრო. 

ამჟამად „ვალენსიას“ 15 ფეხბურთელი და კლუბის კიდევ 10 წარმომადგენელია კორონავირუსით დაავადებული.

„ატალანტამ“ ამ მატჩში 4 გოლი გაიტანა, რომლებიც თურმე ცოტა ხანში მთელი ჩრდილოეთ იტალიისთვის ბიოლოგიურ ბომბებად უნდა ქცეულიყო. ქალაქ ბერგამოს მერმა ჯორჯო გორიმ სწორად ასე დაახასიათა ეს შეხვედრა, რადგან იტალიაში ვირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევა ზემოხსენებული დაპირისპირებიდან სულ რაღაც ოთხ დღეში, 23 თებერვალს დაფიქსირდა. 

ამის შემდეგ სერია A-ში თანდათანობით მოუხშირეს მატჩების მაყურებელთა გარეშე ჩატარებასაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

მოსახდენი მოხდა და რამდენიც  უნდა ეფიქრათ, რომ ვირუსი ღია სივრცეში ისე ადვილად ვერ ვრცელდება, ფაქტია, რომ ევროპას სულ მცირე ერთი კვირით ადრე მაინც, ერთობლივად მართებდა გამოფხიზლება და კონცერტებთან, გამოფენებთან, სპორტულ სანახაობებთან თუ ზოგადად, დროსტარებასთან დროებით დამშვიდობება, რადგან ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის თუ კიდევ სხვა ნებისმიერი ტურნირის სამომავლო თარიღებს, მეტი სიცხადე ექნებოდათ.

მაგრამ რაზეა საუბარი, როდესაც ევროკავშირის ერთიან სივრცეში ჩემპიონთა ლიგის ზოგიერთი მეოთხედფინალური მატჩი მაყურებლების თანდასწრებით, ზოგიერთი კი მათ გარეშე ჩატარდა. 

ინგლისელებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ქვეყანაში მდგომარეობა იმდენად საგანგაშო არაა, როგორც იტალიაში და „ატლეტიკოსთან“ მატჩზე „ენფილდი“ გაავსეს.

ასევე მოხდა გერმანიაშიც, „ლაიპციგისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირების შემთხვევაშიც. 

„პარი სენ-ჟერმენმა“ კი „დორტმუნდთან“ შეხვედრაში თავი დაიზღვია და ცარიელ სტადიონზე გაიკვლია გზა ბურუსით მოცული მეოთხედფინალისკენ.

ნეიმარი გამარჯვებას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ზეიმობს

საინტერესოა, რომ უკვე მომდევნო კვირას, რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი ტურინსა და მანჩესტერში მატჩების გადადების შესახებ, როდესაც ბარსელონასა და მიუნხენში ზედ მერვედფინალური შეხვედრების წინ გადაწყდა მათი გაუქმება!

გერმანიაში სასწრაფოდ გამოფხიზლება გადაწყვიტეს და ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით სამშაბათს, 17 მარტს დანიშნულ საგანგებო შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე, ჩემპიონატები იტალიელების შემდეგ ერთ კვირაში გააჩერეს. 

ასევე მოიქცნენ ინგლისში, ესპანეთში და თითქმის მთელ ევროპაში. მაგრამ მოქმედება შეთანხმებული რომ არ ყოფილა, ზემოთ მოყვანილი მცირეოდენი ფაქტებიც მეტყველებს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ქვეყნები სხვადასხვა კონტინენტზე მდებარეობენ და მათ მოქალაქეებს ერთმანეთთან მიმოსვლა არ აქვთ. ვირუსმა კი ავტორიტეტები ფეხბურთშიც არ დაინდო.

გასულ კვირას ეპიდემიას 76 წლის ასაკში მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი ემსხვერპლა.

დღესდღეობით არაა ცნობილი, თუ როდის განახლდება ესპანეთის ჩემპიონატი, იტალიურ „გაძეტა დელო სპორტის“ წინასწარი ინფორმაციით კი, იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშება აღარ განახლდება, თუმცა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დანიელე გრავინას თქმით, „სკუდეტოს“ მფლობელი ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება. 

ამჟამად 26 ტურია ჩატარებული, სატურნირო ცხრილის სათავეში ტურინის „იუვენტუსია“ და მას ერთი ქულით „ლაციო“ ჩამორჩება.

ფაქტია, რომ ჩემპიონად „ბებერი ქალბატონის“ ცნობის შემთხვევაში რომაული კლუბისგან ისეთი წინააღმდეგობა იქნება მოსალოდნელი, რომ პანდემია იტალიაში ბევრს შეიძლება დროებით გადაავიწყდეს კიდეც… 

მაგრამ ცხოვრება გრძელდება და დღესდღეობით დანამდვილებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატმა ზუსტად 365 დღით გადაიწია.

იქამდე შორია, ყველაფერი დალაგდება და სტადიონებიც გაივსება, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, წინასწარ რაიმის დაგეგმვა უკვე შეუძლებელია. 

ისიც ფაქტია, რომ კრიზისის ყველაზე სასურველი სცენარით დაბოლოების შემთხვევაშიც კი, ფეხბურთი ისევე შეიცვლება, როგორც მთლიანად სამყარო. 

ამის შესახებ გასულ კვირას ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ალაპარაკდა, რომელმაც სიტუაციის დალაგების შემდეგ ფეხბურთელების ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და კიდევ სხვა არაერთი დეტალის გათვალისწინებით, სამომავლოდ ტურნირების შემცირებისკენ მოუწოდა. 

თუმცა, უეფა დიდი ალბათობით ვირუსის აღკვეთის შემდეგ ყველანაირად ეცდება წლების მანძილზე აწყობილი სისტემის შენარჩუნებას და აურაცხელი ზარალის დათვლის მერე, უმალვე შეუდგება მდგომარეობის გამოსწორების გზების ძიებას.

ფიფა-ს და უეფა-ს პრეზიდენტები ჯანი ინფანტინო და ალექსანდერ ჩეფერინი

სხვა საკითხია, სადამდე მიეცემა მას გასაქანი და რა ნიშნულამდე მიაღწევს ფეხბურთელთა ხელფასები მომავალ სეზონში.

კლების ტენდენციებიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან არსებულ ვითარებაში მესიმ, მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა და ასტრონომიული ანაზღაურების მქონე სხვა არაერთმა ფეხბურთელმა, შემცირებულ ხელფასზე თანხმობა განაცხადეს. „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უახლოესი ოთხი თვის მანძილზე ხელფასებს არ აიღებენ, თუმცა სამომავლოდ მათ ანაზღაურების მომატებას დაჰპირდნენ…

ბუნდესლიგის ოთხმა უმდიდრესმა კლუბმა  – „ბაიერნმა“, „დორტმუნდმა“, „ლაიპციგმა“ და „ლევერკუზენმა“ ჯამში 20 მილიონი ევრო გაიღო ვირუსის გამო განსაკუთრებით დაზარალებული საშუალო შეძლების მქონე გერმანიის კლუბების დასახმარებლად, ხოლო ბერლინის „უნიონის“ ფეხბურთელებმა კი ეპიდემიის გავრცელების პერიოდში ხელფასებზე საერთოდ უარი თქვეს. 

სოლიდური თანხები გადარიცხეს ლევანდოვსკიმ, სერხიო რამოსმა და კიდევ სხვა არაერთმა ვარსკვლავმა, ხოლო ქველმოქმედებით ცნობილმა კრიშტიანუ რონალდუმ ფულად დახმარებასთან ერთად, ლისაბონში არსებული საკუთარი სასტუმროების ქსელი კორონავირუსის სამკურნალოდ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს გადასცა.

უეფა-ს პრეზიდენტს, ალექსანდერ ჩეფერინს უმძიმს ევროტურნირების დასკვნითი ეტაპის მატჩების მაყურებლის გარეშე ჩატარების წარმოდგენა, თუმცა ამას სრულებითაც არ გამორიცხავს.

ეპიდემიის პარალელურად კი მოვლენები ევროპულ ფეხბურთში უაღრესი სიმძაფრით მიმდინარეობს.

„ბარსელონა“ ერთბაშად რვა ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, რომელთა შორის არტურო ვიდალიც მოიხსენიება. აი მესის კი არ სურს კლუბიდან მისი გაშვება. 

საინტერესოა, რომ ხშირი ტრავმიანობის გამო დაწუნებული უსმან დემბელეს შეძენით „ლივერპული“ დაინტერესდა და გაარკვია კიდეც, რომ „ბარსელონადან“  მისი გადაყვანა სულ მცირე, 80 მილიონი ევრო დაუჯდება. 

იმავდროულად „ბაიერნი“ კატალონიური კლუბის კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებას ცდილობს.

ასეთი რამ თითქოს წარმოუდგენელია, რადგან თუკი გერმანიის ნაკრებში „ბარსელონას“ გოლკიპერი იძულებულია მანუელ ნოიერის შემცვლელად ყოფნას შეეგუოს, „რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში ეს უბრალოდ ვერ მოხდება. 

წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას და ნოიერს, შეიძლება როლების შეცვლა მოუწიოთ. ექსპერტთა ვარაუდით, ამ იდეის განხორცილების შემთხვევაში, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაყვანა მეკარის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იქნება ფეხბურთის ისტორიაში. 

მადრიდის „რეალმა“ ზაფხულის სატრანსფერო გეგმები სამომავლოდ გადადო, ტურინის „იუვენტუსი“ კი „სამეფო კლუბს“ მდგომარეობას უმარტივებს, რადგან ამ ბოლო ხანს ბევრი ვერაფრით გამორჩეული ბრაზილიელი მარსელოს შეძენით და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმებითაა დაინტერესებული. 

ურუგვაის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი

ურუგვაის ნაკრები კორონავირუსის მიზეზით სახელგანთქმულ მწვრთნელ ოსკარ ტაბარესს დაატოვებინეს. 73 წლის სპეციალისტი გუნდს 2006 წლიდან ედგა სათავეში და 1930 და 1950 წლების მსოფლიოს ჩემპიონმა ქვეყანამ 2010 წლის მუნდიალზე საპატიო მეოთხე ადგილი სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიკავა.

at.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved