• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბინის 100 %-ს თუ არ გადმომიფორმებთ, ბავშვს თვალით ვეღარ ნახავთო – გარდაცვლილი ქმრის ოჯახი პროკურორს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
20:32 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,267

გავლენიანი პროკურორი შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. ნათია ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
,,პირველებმა” მოიპოვა ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება პროკურორ ნათია ქართველიშვილის მამა ლიფტთან ფიზიკურად სიძის მშობლებს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით და ასე ცდილობს, მოხუცებს არ მისცეს შვილიშვილთან მიახლოების საშუალება. 

ყოფილი რძალი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებს  ერთდერთი შვილიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურორი რძალი  მათგან ბინის 100-ს პროცენტიანი წილის გადაფორმებას ითხოვს. 

10-მა სასამართლომაც რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, ბავშვს მაინც არ განახებთო, ამას ამბობს პროკურორი, როდესაც არსებობს სასამართლოს დადგენილება, რომ გვაქვს უფლება ბავშვის ნახვის. გარდა ამისა, ნათია ქართველიშვილმა პირდაპირ თქვა, ზუსტად ასე, რომ ბინის 100 %-ს თუ არ გადმომიფორმებთ, ბავშვსს თვალით ვეღარ ნახავთო. ჩვენ ვუთხარით, ბინა ლიზიკოსია, როცა 18 წლის გახდება, ეს არ აწყობს- აცხადებს ქართველიშვილის გარდაცვლილი ქმრის მამა, ზურაბ სიმონიშვილი.

ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო და ჯერჯერობით არ დასრულებულა. შანტაჟი, მუქარა, უფლებამოსილების უხეში დარღვევა და გავლენების ბოროტად გამოყენება პროკურორის მხრიდან, ეს ის მძიმე ბრალდებებია, რომელზეც სიმონიშვილების ოჯახი უკვე წელიწადზე მეტია, სასამართლოზე საუბრობს, მათ 6 ადვოკატი უსასყიდლოდ იცავს.

პროკურორი ნათია ქართველიშვილი საქართველოში არ იმყოფება. მის მიმართ გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემა მისსავე ადვოკატს მოუწია.

უფლებადამცველმა ბიძინა ხარაზიშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უფლებამოსილებას ამეტებს, თქვა მხოლოდ ის, რომ პროკურორთან გასაუბრების შემდეგ ეცოდინება, რა პოზიცია დააფიქსიროს საჯაროდ.

მოთხოვნა ნათია ქართველიშვილის წინააღმდეგ პროკურორის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ შეტანილია როგორც გენერალურ ინსპექციაში, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც, თუმცა აღნიშნული საკითხით პროკურატურა ამ დრომდე არ დაინტერესებულა, ქართველიშვილი ამ დრომდე თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსანია.

წყარო: ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved