• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბინა-ბინა ჰყიდიან სამშობლოს და ვინ ხეირობს ამით? ივანიშვილი, კალაძე… ეს არის სამშობლოს ღალატი!“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:58 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,016

ლევან ჯავახიშვილი   

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

 

– როგორ ფიქრობთ, დაასანქცირებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი დაგვიდგეს გვერდით და ჩვენი პარტიის  დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს და დაასანქცირონ ივანიშვილი. ივანიშვილი დგას ფულზე და ამ ფულის მეშვეობით ჰყავს ნაყიდი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ეს ფულადი რესურსი თუ არ შეუზღუდეს, ის ასე მარტივად უკან არ დაიხევს,  ბევრ ღირებულებას და ბევრ ადამიანს და  შეიწირავს. მხოლოდ სანქციებით ივანიშვილს ვერ მოვერევით. საჭიროა აქციებიც და სანქციებიც. მე-4 წელია „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ვარ. ამ  პარტიას ბევრი დამსახურება აქვს და ერთ-ერთი ის არის, რომ უკვე წლებია, ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს ამერიკისგან და ევროკავშირისგან, როდესაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთი წელიც არ არის, რაც ამაზე დაიწყეს ლაპარაკი. დაასანქცირებენ, დარწმუნებული ვარ. მთვარია ეს მალე მოხდეს, რომ ნაკლებად აზარალოს ხალხი და ქვეყანა.  ხომ ხედავთ, უკან არ იხევენ. ტყეების, საძოვრების, ქალაქებში უზარმაზარი მიწის ნაკვეთების  გადაფორმებისა და საქართველოს მოქალაქეებით ვაჭრობის მეტს არაფერს აკეთებენ. საქართველოს მოქალქეებს მასობრივად გვაიძულებენ, უცხოეთში გავიქცეთ და ესეც ივანიშვილმა თქვა, წადით, აქ არაფერი გეშველებათო. ამ დროს შემოდიან უცხოეთის მოქალაქეები და იკავებენ ქართველების ადგილს. რუსები ბათუმში ადრეც მასობრივად ყიდულობდნენ ბინებს, მაგრამ ახლა დიდი მასშტაბები მიიღო ამან. იგივე და უფრო მასობრივად ხდება თბილისში. ჩვენი მოსახლეობის ჩანაცვლება ხდება აქტიურად. საუბედუროდ, კანონში არსებობს ჩანაწერი, თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 300 000 დოლარის უძრავ ქონებას, უვადო ბინადრობის  უფლებას ღებულობს. თითქმის საქართველოს მოქალაქის უფლებებს ღებულობს ასეთი პირი. ვაკეში ორი ბინის საფასურად, უვადო ბინადრობის უფლებას ღებულობენ რუსები და შედარებით ნაკლები, ბელარუსები. ბინა-ბინა ჰყიდიან სამშობლოს. ვინ ხეირობს ამით? ივანიშვილი, კალაძე და ის ხალხი, ვინც სამშენებლო ბიზნესშია. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ მასშტაბური და უკვე საფრთხის შემცველი გახდა ამ ხელისუფლების პირობებში. ეს მუხლი ამოსაღებია კანონიდან, რომელიც 300 000 დოლარის უძრავი ქონების შემძენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მის ოჯახის წევრებს, უვადო ბინადრობის უფლებას აძლევს. თქვენ გახსოვთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით, მე, ცოტნე გამსახურდიას და სხვა ადამიანებს დაგვჭირდა ბრძოლა, რომ აკრძალულიყო, უცხოეთის  მოქალაქეებზე მიწის მიყიდვა. კი, კანონში ჩაიწერა, მაგრამ არ ასრულებენ. მხოლოდ მარტში, 32 000 რუსეთისა და ბელარუსი მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და დარჩა. ყოველთვიურად ეს პროცესი გრძელდება. იგივე ხდება ირანის მოქალაქეებზე, აჭარაში – თურქებზე. მე არ ვიძახი, რომ უცხოელებს დავერიოთ და ყველა გავყაროთ, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული აკრძალვები და უვადო თუ ვადიანი ბინადრობის უფლების მოპოვების გართულებული წესები. ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა და მასაც აქვს „მწვანე ბარათის“ სისტემა, იმიტომ, რომ საკუთარ მოქალაქეებს იცავს. შრომით ბაზარს იცავს, ჯერ საკუთარი მოქალაქეების სრულ უზრუნველყოფას ახდენს და მერე ეხმარება მიგრანტებს. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, ასეთი მასობრივი ჩამოსახლების ხელშეწყობა, არის სამშობლოს ღალატი. დიახ, თბილისის და ბათუმის ჩაბეტონება, იმის გამო რომ მეტი ბინა გაყიდონ, სამშობლოს ღალატია. თუმცა, შეიძლება  რუსული დავალებაც იყოს. საქართველო ქართველების გარეშე ბევრის ოცნება იყო, ბოლო ვინც ამას ესწრაფვოდა რუსეთი იყო და ბოლოს ეს გამოთქმა გვახსოვს მიხეილ გორბაჩოვის მეუღლის, რაისა გორბაჩოვასგან.

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved