• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბილ გეითსი კორონაპანდემიის დასასრულის თარიღს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
17:59 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

“კორონავირუსით ინფიცირების დონე მსოფლიოში 2022 წლის ზაფხულისთვის საგრძნობლად დაიკლებს” – ბილ გეიტსმა COVID-19-ის პანდემიის დასასრული იწინასწარმეტყველა.

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ამის შესახებ სინგაპურში, მაიკლ ბლუმბერგის “ახალ ეკონომიკურ ფორუმზე” განაცხადა.

ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ მასობრივი ვაქცინაციისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოების მეშვეობით, ასევე მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნური დაცვის ფორმირების ხარჯზე, მომავალი წლის ზაფხულისთვის პანდემია ნელ-ნელა დაიკლებს.

სიკვდილიანობის და ინფიცირების დონე მკვეთრად შემცირდება და სეზონური გრიპის მაჩვენებლებს გაუტოლდება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უფრო საფრთხის შემცველი შტამების აღმოჩენა თავიდან იქნება აცილებული.

ბიზნესმენმა ყველა რეგიონში ვაქცინაციის მიწოდების პრობლემის სწრაფად მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ გრიპის ვირუსს, რომელიც შესაძლოა ახალი პანდემიის გავრცელების მიზეზი გახდეს.

“მომავალში ბევრი ახალი სხვადასხვა პანდემიაც სავსებით მოსალოდნელია” – ამბობს ბილ გეიტსი. ბიზნესმენი არა მხოლოდ ბუნებრივ პანდემიაზე, არამედ ბიოტერორისტების არსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ბილ გეიტსის განცხადებით, მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდება მხოლოდ იმ ტექნოლოგიების დაფინანსების შედეგად შეიძლება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ვაქცინის წარმოების მასშტაბების გაზრდას და მათზე ფასის შემცირებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved