• რეკლამა
  • კონტაქტი
10:40, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძინას ძმაკაცმა ხუნდაძემ რუსული პროპაგანდის ყველა მარგალიტი სხაპასხუპით რომ ჩამოარაკრაკა, არ ვიმჩნევთ ხო?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:11 11-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

„ბიძინას ძმაკაცმა ხუნდაძემ რუსული პროპაგანდის ყველა მარგალიტი სხაპასხუპით რომ ჩამოარაკრაკა (ფურცლიდან კითხვით, რა თქმა უნდა) დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან არ ვიმჩნევთ ხო? გავრილოვზე უარესი რომ იჯდა პარლამენტის სპიკერატის სკამზე არაუშავრს?“

 

„ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე:

„დღეს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისტორია მეორდება. თითქმის ერთი საუკუნის წინ ულტრანაციონალურმა მოძრაობამ ევროპაში ფაშიზმი წარმოშვა, რასაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა.
მას შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობამ ამის საპირისპიროდ გლობალიზაცია შემოგვთავაზა, რაც, ბევრი კუთხით, კარგია, მაგრამ აქვს ხარვეზები პატარა სახელმწიფოებთან მიმართებით.
პროცესები აქაც უკიდურესობამდე მივიდა – ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ ახალი ფორმის ძალადობა წარმოშვა, რომლის იარაღად დემოკრატია იქცა. არადა, ასეთი ქმედება სწორედაც რომ ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს უთხრის ძირს და ყველაზე დიდი მსხვერპლი შესაძლოა ტრადიციული, პატარა ქვეყნები აღმოჩნდნენ.
ისტერიული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას ძალით თავს მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
მსოფლიო პოლიტიკა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა და დღეს, ულტრალიბერალიზმმა კვლავ წარმოშვა ულტრარადიკალიზმი საზოგადოების გარკვეულ ფენაში.
გვსურს თუ არა ასეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთ რადიკალიზმს ცვლის მეორეს და ორივე დამანგრეველია სახელმწიფოებისთვის?
რატომ ვერ ხერხდება დღემდე ლიბერალური თუ კონსერვატიული იდეოლოგიის ისეთი ფორმით განხორციელება, სადაც საკუთარი ღირებულებების აღიარება სხვისი უფლებების დარღვევას არ იწვევს? უფრო მეტიც, არ ძალადობს სხვაზე.
გარდა ამისა, დღეს კიდევ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით – „თანამედროვე პოლიტიკოსებად“ შერაცხულები და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ კეკლუცსა და პოლიტიკურ მოდას არის აყოლილი.
ზოგი სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ განზრახ აკეთებს ამას, ზოგს საკუთარი დროშაც დაავიწყდა და სხვისას აფრიალებს, ზოგიც სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ მაინც კეკლუცობს და სხვანაირად ამბობს.
მათი აზრით, რადგან ევროპულია, ცუდიც კი კარგია. ასე კეკლუც-კეკლუც, მოდა-მოდა შესაძლოა, ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ჩვენი ღირსებაც სხვის ინტერესებს შევწიროთ. ევროპული ბევრი რამ მისაღებია და გასათვალისწინებელიც, მაგრამ არა ყველაფერი.
მოკეკლუცე პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საკუთარი ღირსება მცირედით მაინც დაიტოვონ, თორემ იმ ევროპასა და დასავლეთს მორჩილები მხოლოდ აღმსრულებლებად სჭირდებათ, პატივს კი მათ არ სცემენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში იდეოლოგიური ომია, მათ შორის საქართველოშიც. კულმინაციას მიღწეული ნებისმიერი პროცესი ვარდნას განიცდის.
ულტრალიბერალიზმმაც კულმინაციიდან ვარდნა დაიწყო და ეს პროცესები ულტრარადიკალებმა რომ არ გამოიყენონ, აუცილებელია არა ემოციებზე, არამედ, გონებაზე დაფუძნებული ეროვნულ-ევროპული, კონსერვატორული იდეოლოგია შევთავაზოთ მოსახლეობას.
ეს არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი.
ლიბერალები უკვე დიდი ხანია არა რეალურ, არამედ ლამაზად შეფუთულ ყალბ პოლიტიკას სთავაზობენ ხალხს. პოლიტიკა კი მხოლოდ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს.
სწორედ სიმართლის თქმის პრინციპზე დაფუძნდა ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომლის მთავარი მიზანი ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული, ევროპული კონსერვატორიზმის ჩამოყალიბებაა საქართველოში.
ჩვენ არ ვითვალისწინებთ მხოლოდ ერთი მხარის შეხედულებებს და მივყვებით თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, სადაც არ მოსწონთ ის „ლიბერალური ძალადობა“, რომელიც არა დემოკრატიის, არამედ, ავტოკრატიის გამოვლინებაა.
გლობალიზაციას მალე შეცვლის ეროვნულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თვითმყოფადი სახელმწიფოების ახალი იდეოლოგიური მიმართულება, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების, არამედ პატარა ერი-სახელმწიფოების ინტერესებიც. სწორედ ასეთ მსოფლიო თანამეგობრობაში ექნება საქართველოს ღირსეული ადგილი.
ეს პროცესები შეუქცევადია. ამიტომ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ, დიდი სახელმწიფოების დიდ პოლიტიკოსებსაც კი ვურჩევდი, ჩვენს, როგორც ახალი მსოფლიო რეალობის ნაწილის მიმართ შეფასებებში სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან როდესაც ხალხის ძალას ბრძოლის ერთადერთი იარაღი სიმართლე აქვს, გამარჯვება გარდაუვალია.
სიმართლე კი ჩვენი ერთადერთი იარაღია, რომლიც ამ ურთულეს ვითარებაში დაიცავს ქვეყანასაც და საზოგადოებასაც“.
თეგები: დიმიტრი ხუნდაძენინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved