• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, ასევე დედისგან ანტისხეულები გადადის ბავშვის ორგანიზმშიც, რაც 1 ვაქცინაციით 2 ადამიანის სიცოცხლის დაცვას ნიშნავს

ალია ავტორი - ალია
12:52 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

დელტა შტამის ცირკულირებასთან ერთად, გახშირდა ორსულების ინფიცირების შემთხვევები. ექიმები ყველა ორსულს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ორსულობის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხოდ ითვლება.

სპეციალისტები ხაზგასმით განმარტავენ, რომ ორსულთათვის არც უკუჩვენება და არც რაიმე გართულებები აცრისას არ არსებობს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც დელტა შტამი განსაკუთრებით რთულად, სწორედ ორსულებში მიმდინარეობს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ჯამში 10-ზე მეტი ორსულია დაღუპული, რამდენიმე ათეული ორსული კი, ამ დრომდე მძიმე მდგომარეობით კლინიკებში იმყოფება.

„ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, რომლებიც მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც გამოიკვეთა – განსაკუთრებით დელტა ვარიანტისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ორსულები. საქართველოს სტატისტიკა ძალიან დრამატულად გამოიყურება: 10-ზე მეტი ორსული გარდაცვლილია და რამდენიმე ათეული ორსული ახლაც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია. გარდა იმისა, რომ ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, ასევე დედისგან ანტისხეულები გადადის ბავშვის ორგანიზმშიც, რაც 1 ვაქცინაციით 2 ადამიანის სიცოცხლის დაცვას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ წლამდე ასაკის ბავშვებიც მაღალი რისკის პაციენტებად ითვლებიან. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ იმუნიზაციის დაუყოვნებლივ ჩატარებისკენ, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, ასევე მეძუძურობის დროსაც. განსაკუთრებით „ფაიზერზეა“ ნებადართულობა. აცრილ დედას იმავე დღეს შეუძლია გააგრძელოს. თვითონ ვაქცინა არ ექსკრეტირდება დედის რძეში, მაგრამ ანტისხეულები გადადის და 10-14 დღეში ბავშვის დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved