“ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა”, – ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “იმედთან” მეგი ბაქრაძის გარდაცვალების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო გამოძიება დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. კულუმბეგოვი მყარი არგუმენტებით დასაბუთებას ითხოვს.
„კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს, ნამდვილად გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია, ოჯახური ადამიანური და ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც.როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება და სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ და მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,”იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.
მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.














კომენტარები